ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 ადამიანი რჩება. კლინიკის დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხდადებით, ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გამოკვლეულთაგან 11 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მათ უახლოეს საათებში საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
9 პაციენტის ანალიზი აღებულია და ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზეა გადაგზავნილი.
კომენტარები