ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტს სავარაუდოდ, კორონავირუსი დაუდასტურდება. ამის შესახებ ტელეკომპანის „იმედის“ ეთერში ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ახალი ინფიცირებულების შესახებ ჯერ ვერ გეტყვით ზუსტად. თუმცა არის 2 სავარაუდო შემთხვევა, რომელიც ალბათ დადასტურდება. ჯერ არ ვიცი, ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. სავარაუდო გულისხმობს გამოვლენილ კლინიკურ სიმპტომებს და პლიუს კონტაქტს ინფიცირებულთან“, – მარინა განაცხადა ენდელაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში, ახალი კორონავირუსისი 38 შემთხვევა დადასტურდა, ბოქსირებულ განყოფილებაში 1344 პაციენტი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216 ადამიანი იმყოფება.
კომენტარები