ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გაეწერა. როგორც imedinews-ს საავადმყოფოში განუცხადეს, საუბარია 44 წლის კაცზე, რომლის მდგომარეობა მძიმე იყო. მათი თქმით, მან კლინიკა გუშინ დატოვა.
კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა, კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
იმედინიური
კომენტარები