ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი საავადმყოფოდან კიდე 3 გამოჯანმრთელებული ადამიანი გაეწერა. ჯამში, ინფექციურ საავადმყოფოს 65 გაწერილი პაციენტი ჰყავს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფექციურ საავადმყოფოს ოთხი პაციენტი შეემატა. ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. მათგან 2- თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 2 – ბოლნისიდან. ჯამში, საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 43 პირი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში – 5256 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548 ადამიანი რჩება.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
კომენტარები