ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წყალი ჩადის. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
“ასე ვამარცხებთ Covid-19-ს” — ასე ქვია ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ შენობაში ინტენსიურად წვიმს და ვედროებით წყლის აგროვების მიუხედავად, იატაკი სველია.
კლინიკაში, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ეპიდემიის დამარცხებაში (და ეს არ არის ჩვენი სიტყვები, თავად პრემიერი უწოდებდა ასე) – წყალი ჩადის, ოღონდ დღეს და გუშინ კი არა, წლებია…
ჩვენ ვამაყობთ ინფექციური საავადმყოფოს ექიმებით, მაგრამ არაფერი საამაყო არა აქვს და კრიტიკასაც ვერ უძლებს ხელისუფლება, რომელმაც მათთვის წლებია შენობის პრობლემა ვერ მოაგვარა.
უკვე წლებია, ინფექციური საავადმყოფო აცხადებს, რომ შენობაში, რომელიც თავის დროსზე “ავერსს” მიჰყიდა სახელმწიფომ, რემონტის გაკეთების უფლებაც არა აქვთ. ეპიდემიის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, “ავერსი” ითხოვდა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს შენობა დაეცალა.
თუმცა, ამასობაში კორონავირუსი გამოჩნდა და ინფექციური საავადმყოფო დაგვჭირდა.
მარტში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს დააკმაყოფილებს შენობით და უკვე ცნობილია, რომელ შენობასაც მისცემს, მეტიც, მხცოვანი ექიმი, თენგიზ ცერცვაძე, წაიყვანეს, აჩვენეს შენობა და კმაყოფილიც დარჩა, მადლობებიც უთხრა პრემიერს – თუმცა, მაისში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ არ იცის რომელ შენობას და როდის მისცემენ ინფექციურ საავადმყოფოს.
მეორე დღესვე ინფექციურმა საავადმყოფომ საგანგებო განცხადება გააკეთა და კიდევ ერთხელ შეახსენა ხელისუფლებას დანაპირები. თუმცა, ამ დრომდე, მთავრობას პასუხი საჯაროდ არ გაუცია. ცხადია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მთავრობის უფროსის ნებართვის გარეშე, პრემიერის დანაპირების გადათქმას ვერ გაბედავდა.
“ალია” წერდა, რომ ეპიდემიის დასრულების შემდეგ, ხელისუფლება ისევ ეცდებოდა გადაეგდო ინფექციური საავადმყოფო, რაც, სამწუხაროდ, ახდა კიდეც.
იმედია, ამის საშულებას აღარ მივცემთ.
ალია
კომენტარები