პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარტიული ნიშნით და უსამართლოდ ხდება ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა ადამიანებისთვის:
„ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ოპოზიციას დააბრალოს რადიკალიზმი და ამ დროს თვითონ იბარებენ მუქარებით ადამიანებს.
პირადად ჩემი საოლქოს წარმომადგენლის მამა დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, თუ მისი შვილი არ დატოვებდა ჩემ საარჩევნო ოლქს.
სწორედ ეს არის ის ძალადობა, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებს „ოცნების“ ხელისუფლება!
„ოცნების“ ხელისუფლება ასევე ცდილობს კორონა ვირუსი მაქსიმალურად სათავისოდ გამოიყენოს. რა დააშავეს თუნდაც ჩვენი პარტიის მხარდამჭერებმა, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა უნდათ, „ოცნების“ ცესკო კი ამ უფლებას ართმევს?! ე.წ. თავისიანებს კი, ვისაც ასევე უდასტურდებათ ვირუსი, პირდაპირ ვაცხადებ, მალავენ! თანაც ისე, რომ მათ კონტაკტებსაც კი არ ახმოვანებენ! მოკლედ, პარტიული ნიშნით და უსამართლოდ ხდება ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა ადამიანებისთვის.“
კომენტარები