ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მედპერსონალი, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ.
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის განცხადებით, ინცინდენტში მონაწილე ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
გოგი მეშველიანი შიდა ქართლის ტელევიზიასთან აცხადებს, რომ ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სოფელში რჩებიან, თუმცა მათთან მიმდინარეობს კონსულტაციები.
“ალია” – დეპუტატი არ აკონტრეტებს, რას ნიშნავს ინფიცირებულებთან მიდის კონსულტაციები, ვინ აწარმოებს ამ კონსულტაციებს, როგორ და კონსულტაციების დასრულებამდე, ვისთან არის სავარაუდო ინფიცირებული კავშირში.
ბატონო დეპუტატო, პოლიციელები, ექიმები და მერიის თანამშრომლები ქვებით და ჯოხებით გამოყარეს – რას ნიშნავს კონსულტაციები გაქვთ?
თქვენ გადიხართ კონსულტაციებს ინფიცირებულებთან, თუ ინფიცირებულები თქვენთან?
კონსულტაცია არა, რეკომენდაცია კიდე, მოლაპარაკება ჰქვია მაგას!
კარგი, დავუშვათ, მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო, მთელი სოფელი რომ შეიკრიბა დღეს ინფიცირებულების ეზოში და სახლში, იმ ხალხს რას უშვრებით?
ალია
კომენტარები