პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 64 პაციენტია, მათგან 51 კოვიდინფიცირებულია.
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა 2-მა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ლევან რატიანის ინფორმაციით, კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 6-ია. კლინიკაში მოთავსებული 62 წლის ქალის განმეორებით პასუხს დღეს ელოდებიან, ხოლო 80 წლის ქალი მოხსნილია აპარატიდან.
რაც შეეხება, 42 წლის მამაკაცს, რატიანის თქმით, მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. 3 პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე და მათი მდგომარეობა კრიტიკულია, განსაკუთრებით მძიმეა 62 წლის ქალი.
დღეს, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ორი მედიკოსი დაინფიცირდა. რატიანის თქმით, ისინი სტუდენტები არიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარები