ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში 22 ინფიცირებულს მკურნალობენ.
რაც შეეხება ახალ ინფიცირებულს, პაციენტს კორონავირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“სულ კლინიკის ბოქსირებულ ნაწილში 51 პაციენტი მკურნალობს. 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი. 13 პაციენტი ჩაერთვება კვლევაში დღეს. ჯამში 9 პაციენტი არის საყურადღებო. რაც შეეხება სასულიერო პირს, მისი მდგომარეობა უცვლელია – სტაბილურად საყურადღებო,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
კომენტარები