ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ქვეყანაში არ გვყავდეს მძიმე პაციენტები – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„საბედნიეროდ, კრიტიკული და მძიმე პაციენტი, როგორც ვიცი, რამდენიმეა, დაახლოებით 15 პირია ასეთი და ეს იმ მასშტაბში, რა მასშტაბიც დღეს გვაქვს ვირუსის გავრცელების. ალბათ, მეტყვიან, რომ თუ არსებობს პროგრესული ზრდა ინფიცირებულთა რაოდენობის, თეორიულად უფრო მეტად იზრდება რაოდენობა მძიმე პაციენტების, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა მასობრივმა ტესტირებამ გაზარდა“
“ალია” ამას კარგა ხანია ამბობს, რომ მასობრივმა ტესტირებებმა გაზარდა ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, თუმცა, პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, ინფიცირებულთა რიცხვა იკლო. ასე მაგალითად,მარტსა და აპრილში 100 ტესტიდან თუ 20 პაციენტზე იყო დადებითი პასუხი – ახლა 10 000 ტესტიდან 193 პაციენტზეა დადებითი პასუხი.
შესაბამისად, ივნისში, ივლისში რომ ჩაეტარებიათ მასობრივი ტესტირება, ბევრად მეტ ინფიცირებულს აღმოაჩენდნე, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ზუსტად სექტემბერში, ზუსტად არჩევნების წინ მასობრივი ტესტირების ჩატარება და ინფიცირებულთა “აღმოჩენა” – ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, პრემიერმა უნდა გაგვცეს.
კომენტარები