ცესკო ამტკიცებს, რომ არჩევნებზე სწორედ “სმარტმატიკის” მარკერები იყო გამოყენებული და აცხადებს:
საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა.
აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ამ წუთებში სასამართლო საიას და ოპოზიციის შუამდგომლობაზე მსჯელობს, რომელიც ცესკოსგან მარკერის ჩაბარების ხელშეკრულების წარდგენას ეხება.
“ცესკომ არჩევნების წინა დღეს მარკერები ჩაანაცვლა” – დეტალები
კომენტარები