პოლიტიკოსი კახა მიქაია :
“კიევის დაბომბვის შესახებ საიტებზე დადებულ ინფორმაციას პუტლერისტები ღიმილის სმაილიკით ალაიქებენ და პარალელურ რეჟიმში ,,საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობისთვის,” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ითხოვენ!!!
ამასობაში…
კრემლში ვიზიტად მყოფი ალტ-ინფოს” მახარაძე გვიმტკიცებს, რომ არც მეტი, არც ნაკლები,
,,რუსეთსა და უკრაინას შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობს”!!!
თურმე, ,,უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არსებობს და
არსებობს მხოლოდ ერთიანი სლავური სივრცე, რომელსაც მართლმადიდებლობა აერთიანებს”!!!
ხომ მაგარია?!
როგორ ეტევა ამ ქვეყნად, ამდენი ,,ბრძენი”?! საქართველოს ეროვნული ინტერესების ამდენი ,,მცველი” და უკრაინელების სვე-ბედით ამდენი ,,გულდათუთქული”?!
მიკვირს ძალიან…”
კომენტარები