ინსულტის დიაგნოზის, მის მიერ გამოწვეული ინვალიდობისა და ლეტალობის მაჩვენებელი მსოფლიოში საგანგაშოდ მაღალია. 2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ინსულტის დიაგნოზის მაჩვენებელი 3-4ჯერ აღემატება ევროპის მონაცემებს, თუმცა მის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა დაბალია. სწორედ ამ მიზნით, ევექსი ჰოსპიტლებმა დაიწყო საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც სწრაფი მოქმედებით სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.
კამპანია მოსახლეობას აცნობს დაავადების სიმპტომების სწრაფად ამოცნობის გზებს, პაციენტის დროული და სწორი რეფერირების მნიშვნელობას ისეთ ჰოსპიტლებში, სადაც ინსულტის მართვის ერთეულები, ანუ სპეციალიზებული განყოფილებები ფუნქციონირებს.
ინსულტის რევოლუციური მიდგომით მკურნალობა საუკეთესო შედეგებს იძლევა მხოლოდ ინსულტის მართვის სპეციალიზებულ ჰოსპიტალში სწორი და დროული მიმართვის შედეგად. დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებად თრომბოლიზისი (ინსულტის განვითარებიდან პირველ 4,5 საათში) და თრომბექტომია (დაავადების პირველი ნიშნების აღმოცენებიდან 9 საათის განმავლობაში) მიიჩნევა, რომლებიც გულისხმობს თრომბის დაშლას სისტემური ლიზირებით ან კათეტერის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდების დანერგვამ მსოფლიოში ინვალიდიზაციისა და სიკვდილობის მაჩვენებელი მკვეთრად შეამცირა.
ინსულტის დიაგნოსტიკის, ინდივიდუალური მკურნალობისა და დაავადების შემდგომი მართვის შესაძლებლობას სრულყოფილად იძლევა ევექსი ჰოსპიტლების სამედიცინო ცენტრებში არსებული ინსულტის მართვის სპეციალიზებული განყოფილებები:
- დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი – ქუთაისი, ჯავახიშვილის N83 (0322 600 600)
- კავკასიის მედიცინის ცენტრი – თბილისი, ქავთარაძის N23 (0322 600 600)
- ივ. ბოკერიას სახ. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი – თბილისი, ქინძმარაულის N1 (0322 600 600)
ამ მიმართულებით პაციენტების მკურნალობაში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც ნევროლოგები, ნეიროქირურგები, ანგიოქირურგები და კარდიოლოგები ერთიანდებიან. რთული სამედიცინო შემთხვევები განიხილება ევექსის ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს მიერ, რომელსაც გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგი, ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაზა ქაცარავა ხელმძღვანელობს.
კომენტარები