მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე იმ ორ საქმეზე ისაუბრა, რომელზეც გასამართლებულია:
“გელაშვილის საქმეზე ერთადერთი ჩვენება არის, კლასიკური ტერმინი რომ გამოვიყენო – მე გავიგე, რომ იმან გაიგო – აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სამართლებრივ სისტემაში არ შეიძლება, იყოს მიღებული, როგორც მტკიცებულება. რა გასაკვირია, რომ როცა ეს განაჩენები გამოიტანეს და „ინტერპოლს“ გაუგზავნეს, „ინტერპოლმა“ გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ ეს განაჩენები, როგორც სამარცხვინო და არც დაუწყიათ განხილვა. მე თვითონ ველაპარაკე „ინტერპოლის“ დირექტორის მოადგილეს, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო“
კომენტარები