ირანმა გასცა განკარგულება და მიმართა ინტერპოლს დონალდ ტრამპისა და ათეულობით სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით. ოფიციალური თეირანის თქმით, ბრალდებულები, რომლებიც დამნაშავენი არიან გენერალი ყასემ სულეიმანის მკვლელობაში უნდა დააპატიმრონ.
თეირანის გენერალურმა პროკურორმა ალი ალქასიმერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და აგრეთვე 30 სხვა ადამიანს გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საქმეზე ტერორიზმისა და მკვლელობის შეკვეთის გამო წარედგინა ბრალი.
პროკურორის თქმით, ირანული სამართალდამცავი სისტემა გააგრძელებს სასამართლო საქმის წარმოებას ტრამპის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგაც კი. ზემოხსენებულ მიმართვაზე ინტერპოლი, რომლის შტაბბინა ლიონში, საფრანგეთში მდებარეობს არ გამოხმაურებია ირანულ სამართალდამცავ უწყებებს.
ალქასიმერმა ასევე აღნიშნა, რომ ირანმა მოითხოვა „წითელი ცირკულარის“ ამოქმედება, რომელიც ინტერპოლისთვის უმაღლესი დონის გაფრთხილებას წარმოადგენს და ითვალისწინებს ძებნილი პირის ადგილსამყოფლის იდენტიპიცირებასა და დაპატიმრებას.
კომენტარები