მთავარი არხის” ჟურნალისტი, ემა გოგოხია და ოპერატორი ზვიად აბლოთია ამ წუთებში სამართალდამცავების კითხვებს პასუხობენ. საქმე ეხება ზუგდიდში, “ალტ-ინფოს” ოფისთან მომხდარ თავდასხმას, რა დროსაც არხის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ადმინისტრაციული წესით ჰყავთ დაკავებული და სასამართლოში გადაიყვანენ დღეს. სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ, ეს იქნება კიდევ ერთხელ დაუსჯელობის სინდრომით მათი წაქეზება, ვინც პუტინის რუსეთიდან ფინანსდებიან, იმისთვის, რომ ხვალ წაქეზებულებმა იგივე ჩაიდინონ.”
მისივე თქმით, ინციდენტში დაახლოებით 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ფაქტს კი პოლიცია თავდაპირველად რამდენიმე მეტრის დაშორებიდან ადევნებდა თვალს.
ცნობისთვის, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს “ალტ-ინფოს” ოფისთან, ზუგდიდში, გვიან ღამით დაესხნენ. მომხდარზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. დაკავებულია 4 პირი.
კომენტარები