დავით ქართველიშვილი ,,მთავარ არხზე’’ ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმიანება:
“ისე მოხდა, რომ “მთავარ არხზე” გუშინდელი გადაცემის (“შეხვედრა ხელისუფლებასთან”) ყურების წინ, გადავხედე “იმედის” ეთერში ჩემი უფროსი ვაჟის სიუჟეტს, სადაც ის გვირჩევდა როგორ მოვიქცეთ ბუნებაში ტკიპებთან და გველებთან შესაძლო ურთიერთობის შემთხვევაში. ამ ცოდნით გამდიდრებული, გიორგი გაბუნიას გადაცემაც “სხვა რაკურსში” დავინახე, თანაც მომეჩვენა, რომ ირაკლი კობახიძეს გველებთან ურთიერთობის მდიდარი პრაქტიკა დაუგროვდა.
აღარ გავიმეორებ აქ უკვე გამოთქმულ სიღრმისეულ შეფასებებს – მაგრამ გადაცემა მომეწონა. ერთ მომენტში დამავიწყდა კიდეც “სად” იმყოფებოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ხელისუფლებისათვის იმდენად მომგებიან კალაპოტში გადაიყვანა საუბრის თემაც, მანერაც და ხელთ იგდო ინიციატივა. ასე ხდება ხოლმე, როდესაც გულწრფელი ხარ და საუბრობ სიმართლეს – რაც იმ ტელეარხისთვის უჩვეულო მოვლენაა და ამან დააბნია მცირეოდენი ხნით წამყვანი.
თუმცა, გადაცემის ბოლოსკენ მას შეახსენეს, ან თავად გაახსენდა – რომ ოცნების რეიტინგის ამაღლებისთვის მთლად ხელშეწყობა არ ივარგებდა და ჩვეულ აქცენტებს დაუბრუნდა. ზოგადად კი, ვიმეორებ, გადაცემა შედგა. მაგრამ – თუ ასე გაგრძელდა, ინტუიცია მკარნახობს, რომ მალევე დაიხურება. ობიექტურობის კალაპოტში გადაყვანილი “გლავკანალი” ხელისუფლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ამიტომ.”
კომენტარები