პარტია „ქარული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
„ არჩევნები იყო ძალიან რთული და საინტერესო გარემოში ჩატარდა, თუმცა ქუთაისმა აჩვენა ძალიან კარგი და გამორჩეული მაგალითი, მიუხედავად დაძაბულობისა, როგორ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები. ჩვენს ქალაქში არცერთ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი, თუ არ ჩავთვლით ძალით მოტანილ თემებს.
არჩევნების შედეგი, რომელიც დადგა, ჩემთვის პირადად არ იყო მოსალოდნელი. ვფიქრობდი, რომ მექნებოდა მეტი მხარდაჭერა, თუმცა მათემატიკა არ იტყუება და თუ შევაჯამებთ, ვიტყვი, რომ გახარიას მომხრეები ჩვენგან გასული ადამიანები არიან და მე თავისუფლად შემეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, თუმცა ჩემთვის ეს მხოლოდ გამოწვევაა და მხოლოდ მერობისთვის და მერის პოზიციისთვის არ ვიბრძოდი. ეს არის ჩემი ქალაქის სიყვარული. ამიტომ მეორე ტურში ვეცდები დავამტკიცო, რომ ჩემი ქალაქის სიყვარული არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ ქალაქში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანისთვის მიცემული ხმების ასეთი რაოდენობა. ქუთაისში ჩვენს გუნდს საკრებულოში უკვე ჰყავს უმრავლესობა და ეს მიზანი უკვე მიღწეულია. ქვეყანაში რაც უმთავრესი გამოწვევა იყო -„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 43 %-ზე მეტი და ეს კითხის ნიშანიც მოხსნილია. არავითარი რეფერენდუმი. საქართველომ ნამდვილად გაიმარჯვა. მეორე ტურისთვის მექნება კიდევ უფრო საინტერესო საუბარი ქუთაისელებთან“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
კომენტარები