ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია, ლიდერი, სოციალურ ქსელში, ორ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“მოკლედ, გავიგე!
როგორც უკვე ვიცით, ჯომარდობა არ ყოფილა სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულება და ყოფილა თურმე მხოლოდ სპორტული აქტივობა. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ ჯომარდობა კორონას გავრცელების საფრთხეს ქმნის, ამიტომ ნებართვა საჯომარდო ტურებზე ჯერჯერობით არ გაიცემა.
გავიგეთ.
პარალელურ რეჟიმში ნავებით გასეირნება მარტვილის კანიონში კოვიდის გავრცელების საფრთხეს არ ქმნის და ამიტომ 15 ივნისიდან თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ნავების მომსახურების სერვისით.
მოცემულ 2 სურათზე გთხოვთ იპოვოთ 3 განსხვავება, რომლებიც განაპირობებენ კოვიდის გავრცელების საფრთხეს ჯომარდობის შემთხვევაში.
ერთ ფოტოზე თქვენ ხედავთ მარტვილის კანიონში ნავებით გასეირნების სცენას, ხოლო მეორეზე ნავით ჯომარდობას მდინარე მტკვარზე.
ისმის კითხვა – ჯანდაცვაში ვინც მიიღო გადაწყვეტილება ჯომარდობის სათავგადასავლო ტურიზმის კატეგორიიდან ამოღების შესახებ, ვინ არის :
1. უვიცი, არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი ჩინოვნიკი
2. პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი, ნამუს ჩარეცხილი ჩინოვნიკი
ასევე, მსურს კითხვა დავუსვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს – ნუთუ კითხვა არ გაგიჩნდათ ამ უკიდურესად მიკერძოებულ, არაკომპეტენტურ და რეალობისაგან საერთოდ აცდენილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?
მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად.
სამარცხვინო სიჩუმეა და ესეთი ფეხებზე მკიდია დამოკიდებულება სათავგადასავლო ტურიზმის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სახეობის მიმართ ნამდვილად სათქვენოდ არ მეტყველებს.
შეგახსენებთ ყველას, რომ მეფობენ დრონი და არა ქოცები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration
ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველოს მთავრობა“
კომენტარები