სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:
“რადიკალური ოპოზიციის მიმართ სიმპათიები არ მტანჯავს, მაგრამ ასეთი დაცემული და ინტელექტისგან განძარცვული, პოლიტიკის მიღმა მდგომი კოლექტიური “კმარელების” დანახვა მაინც ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდა.
სულ სამიოდე წლის წინ, პრემიერ გახარიასთან იგივე პარლამენტში, იგივე ოპოზიციის სახე იყო უკიდურესად აგრესიული, მაგრამ არა დაკარგული და პოლიტიკის მიღმა მდგომი. იგივე შემადგენლობის ოპოზიცია მაშინ რამდენიმე “თავით” მაღლა იდგა დღევანდელთან შედარებით.
რა მოხდა? რა არის ასეთი დეგრადაციის და თავქვე სვლის მიზეზი? ერთი განსხვავება შევამჩნიე – იქ გიგა ბოკერიას “მიჰყავდა პარადი”. ხო, აქ გიგა არ იყო. სამაგიეროდ, ბრინჯივით დაბნეული, აგრესიული ოპოზიციის თავზე ტრაგიკულად იყო ჩამოწოლილი ლომჯარია-დეგნანის “აჩრდილი”, “კმარას” ვნებები!
ალბათ, სხვა მიზეზებიც არსებობს. ოპოზიციას ამაზე ფიქრის უნარიც აღარ შერჩა, ფაქტია, სრული ინტელექტუალური “პროტრუზიო” სჭირს! 

როგორ ფიქრობთ, კიდევ რა არის ოპოზიციის სავალალო რეალობის მიზეზი?”
კომენტარები