ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:
,,იქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა უჟმურად შეხვდა ხალხს და იყო უხასიათო. ნიღაბიც იმიტომ ეკეთა, რომ სულ უფრო ნაკლებად ენახათ ის სახე, რა სახეც მერე ყველამ ვიხილეთ: დამფრთხალი, შეშინებული. თან კითხვა არაა მისი ძლიერი მხარე, ამ რთულმა ამოცანამ კიდევ უფრო მეტად დაძაბა და გააფუჭა. სწრაფ-სწრაფად აყრიდა რაღაც სიტყვებს, ეტყობა ერთი სული ქონდა ლომჯარიას ფეერვერკი წაეკითხა და დარბაზი დანგრეულიყო ხარხარით. მაგრამ ვერ გაუგეს იუმორი (უკვე მეორედ ემართება ეს ოლიგარქს), ვერ მიხვდნენ, რომ მანდ სიცილია საჭირო. წილოსანს და ზავრადაშვილს უთქვამთ უნდა გაგეფრთხილებინეთ და გავიცინებდითო. ლაივში რომ არ ყოფილიყო, ცალკე ჩასვამდნენ იონათამაშვილის ხარხარს, რა პრობლემაა
ცუდად იყო ორგანიზებული, ელექტრო ტაში არ უნდა მოეხსნათ და სასაცილო მომენტებში ვინმეს (მაგალითად, ზარქუას) უნდა ხელი დაექნია ხოლმე, რომ ხალხს დაეწყო სიცილი.”
კომენტარები