ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს, სადაც საუბარია მართლმადიდებლური სამყაროს უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლზე, “აია სოფიაზე”:
„2020 წელი, 13 ივლისი, თბილისი თურქები ყოველთვის ცდილობდნენ, ისევ მეჩეთად გადაექციათ აია სოფია – ბიზანტიური მართლმადიდებლური ტაძარი. მაგრამ მათი მცდელობები არასდროს არ მთავრდებოდა სიკეთით. და ვხედავ, ახლაც ასე მოხდება.
წმიდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ იქ ქრისტიანული ჯვარია დავანებული და ის ენერგეტიკა ტრიალებს, რომელიც პირდაპირ კოსმოსიდან მოდის. ამიტომ ეს ნაბიჯი — აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა, ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს. საბოლოო ჯამში კი, ვხედავ, წმიდა სოფიას ტაძარი ისევ მუზეუმად გარდაიქმნება“, – ნათქვამია კაკულიას გვერდზე გავრცელებულ პოსტში.
კომენტარები