უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი ფეისბუქზე ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“იყო თავისთვის ნეიტრალურად 200 წელი, მუშაობდა მსოფლიოს სეიფად, სრიალებდა თხილამურებით, აკეთებდა საათებს, ჭამდა ყველს და მწვანე გორაკებზე შეფენილი მსუქანი ძროხების ზანზალაკებს უსმენდა. ერთ დღესაც დევთან შერკინებული ნაცარქექიას დახმარება გადაწყვიტა, გაუდგა გზას, წითელი ქუდიც დაიხურა, ბებიასაც გავუვლიო და ნაზუქები კალათაში ჩაიწყო. სად იყო და სად არა, შემოხვდა კობახიძე და პირდაპირ აჯახა, აბა, კბილები დაკრიჭეო …იცინის, იცინის, კვდება სიცილით, შენა, ბიჭო, შენი თავი კომბლე ხომ არა გგონიაო?! “
კომენტარები