უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი რადიო NV-სთან, ამბობს:
“კადიროვმა, ვოლოდიმირ ზელენკისა და უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის გეგმა 3 თებერვალს, პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო. 26 თებერვალს, უკრაინაში 3 ჯგუფი შევიდა. ჩვენ ვაკვირდებოდით სამივე ჯგუფს. ერთი მათგანი გაანადგურეს ჩვენმა სამხედროებმა. ორმა მოგვიანებით დატოვა ჩვენი ქვეყანა. ერთი ახლა დონეცკის რეგიონშია, მეორე – ქალაქ მარიუპოლში, მაგრამ ისინი არ არიან წინა პლანზე.
რაც შეეხება კონკრეტულად კადიროვსა და მის ჯგუფს, ის უკრაინაში არასდროს ყოფილა და მის მიერ გავრცელებული ყველა ფოტო თუ ვიდეო მასალა, სრული აბსურდია.”
კომენტარები