სამხედრო საქმის ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
“საინტერესო საკითხია, იყო თუ არა პუტინი სი ძინპინის პირადი პროექტი, სის ჩინეთის “ყინულმჭრელი”? უკრაინის გამარჯვება ამთავრებს საბჭოთა კავშირის, როგორც ბოროტების იმპერიის ბოლო ნარჩენის, “ოლიგარქიულ რუსეთის” არსებობას, სრულდება რუსულ-საბჭოთა მეტასტაზები პოსტსაბჭოთა და არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის სივრცის ტრანსფორმაციის, დემოკრატიზაციის, პროცესი საკმაოდ მტკივნეული იქნება, კგბ-ოლიგარქები-ს ტანდემის არ არსებობის პირობებში საკმაოდ სწრაფად განხორციელდება. ჯერ კიდე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, ჩრდილშია მოქცეული ჩინეთი, რამდენად იმოქმედებს რუსეთის მარცხი ჩინეთზე? არსებობს მოსაზრება, რომ სი ძინპინის “პუტინის პროექტი”-ს მარცხის გამო, ჩინეთში დასრულდება მესამე თაობის კომუნისტური ლიდერების მმართველობა და რეფორმატორები დიდ ცვლილებას გეგმავენ.
ფლაგმანების ფსკერისკენ გამგზავრება 2022 ტრენდად იქცა, ფლოტის ფლაგმანი მასკვა, რუსეთის პოლიტიკის ფლაგმანი “ყინულმჭრელი პუტინი”-ს კურსიც ფსკერისკენ ფაქტიურად გადაწყვეტილია, დიდ პოლიტიკაში დიდი ცვლილებები გარდაუვალია.”
კომენტარები