ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ტელეკომპანია “იმედს” მიმართავს და ფეისბუქის გვერდზე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ჩანს მასთან კომენტარის ჩასაწერად მისული გადამღები ჯგუფი:
“TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა” წერს გახარია
ცნობისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლების გაღიზიანება გახარიას იმ “ტვიტმა” გამოიწვია, სადაც ის ოლიგარქიასა და კორუფციაზე წერს – “ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!”- დაწერა “ტვიტერზე” გახარიამ.
კომენტარები