შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განმარტა, რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი პოლიციის დღის აღსანიშნავ აღლუმზე:
მე ვფიქრობ, რომ უფრო უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდე და ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდი. არის კონსტიტუციური უფლება და არის მორალური თემა და ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება არ მაქვს, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი ხო. მე გადავწყვიტე არის პროტოკოლი, მე კონსტიტუციური ვალდებულება არ მაქვს და არც კანონით არის ვალდებული. იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა და როგორც მოხდა, მე ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლიციელის მკვლელი. მართლა ვერ წარმომიდგენია მკვლელი და მკვლელობის მცდელობაზე. აქედან გამომდინარე, ეს უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვპატიჟა ქალბატონი პრეზიდენტი.
კომენტარები