ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს:
იურისტი არ ვარ. დილეტანტურ დონეზე გადავფურცლე სისხლის სამართლის კოდექსი, და აი რატომ. ჩვენმა ნაცებმა, უკრაინელ ნაცებს რაღაც სარეკომენდაციო შინაარსის ორგანიზაციას (НАЗК) რომ შეადგენინეს რაღაც ფარატინა სია, სანქციებს დაქვემდებარებული ქართველი ბიზნისმენების – იქნებ ჩვენც დაუსწრებლად აღვძრათ სისხლის სამართლის საქმეები ყველა იმ უკრაინელ ჩინოვნიკსა და დეპუტატზე, ვინც საჯაროდ მოგვიწოდებდა ეთნიკური და პოლიტიკური მოტივით აფხაზებისა და ოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებისაკენ.
თითქოს, შესაბამისი მუხლიც კი ვიპოვე – სასჯელის ოდენობაზე კი გამეცინა, მაგრამ სჯობს ესეთიც ვიდრე არაფერი. თუმცა, ამაზე იურისტებმა უნდა გასცენ კომპეტენტური პასუხი – მიესადაგება თუ არა აღნიშნული მუხლის ნარრატივი ყველასთვის ცნობილ საჯარო მოწოდებებს:
მუხლი 239(1). ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება
1. რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
კომენტარები