სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში წერს:
„დაახლოვებით ერთი საათის უკან სრულიად შემთხვევით რადიოში მოვუსმინე (ბოცო)-ს, ანუ ნუგზარ წიკლაუს, რომელმაც კარგა ხანი იწუწუნა და ამავდროულად უკმაყოფილო იყო შექმნილი პოლიტიკური ვითარებით ქვეყანაში. ძირითადად ისაუბრა, თუ როგორ გადააგდო ოპოზიცია ქართულმა ოცნებამ და როგორ დარჩა ოპოზიცია პირში ჩალა გამოვლებული.
მოკლედ, ძალიან უკმაყოფილო გახლავთ ეს ჩვენი ბოცო დღევანდელი პოლიტიკური ვითარებით. ეს ის ბოცოა, რომელიც ძირძველი, გადაბერებული, ხავსმოკიდებული ნაც-მოძრაობის აქტივისტია და რომელსაც პოლიტიკურად პულსი აღარ ესინჯება რა ხანია ..ბოცომ ერთი ამბავი გაიხსენა და თქვა, რომ მას ჰყავს მეგობარი, რომელსაც იმ საშინელ წყეულ 20 ივნისს ცამეტი რეზინის ტყვია მოარტყეს ბოროტმა სისხლმოწყურებულმა კანონის მცველებმა.
ჩემო ბოცო! საოცარი ადამიანი ხარ! .ვის ვის და შენ, ნამდვილად არ უნდა გიკვირდეს ბოროტება! ზღვაში ჩაყრილი ლოდებგამობმული ბიჭები, , სისხლის კალოები, მამაკაცების გაუპატიურება, ბიზნესის წაგლეჯვა, ადამიენების უპრაგონო ჩაგვრა და ახალგაზრდა ყმაწვილების ჟლეტვა თბილისის ქუჩებში! მე, ბოცო ბატონო, სამი მეგობარი მყავს, რომლებსაც თქვენი დამსჯელი რაზმების გამოისიბით თვალები აღარ აქვთ. აგრეთვე, ვიცნობდი პატიმრებს, რომლის ცოლებიც გლდანის საბყრობილეში მათ თვალწინ გააუპარიურა ბადრაგმა. აქვე მინდა შეგახსენო, თუ როგორ ამოწყვიტეთ შენი უსაყვარლესი პრეზიდენტის უკანონო ბრძანებით, აფრასიძეების ოჯახი და სხვა უამრავი დანაშაული, რომელიც თქვენ ჩაიდინეთ ნაც-მოძრაობამ და ზედმიწევნით ზუსტად იცოდი შენ, თუ, რა ხდებოდა თქვენს შექმნილ სისტემაში და ხმას არ იღებდი. ანუ, ამ კოშმარის ჩვეულებრივი თანამონაწილე გამოდიხარ, ჩემო ბოცო! გავაგრძელო თუ საკმარისია?!
იქნებ, დადუმდეთ … ძაღლის შვილებო!“
კომენტარები