ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“რა ვიცით:


მასიური საარტილერიო ცეცხლი როგორც წესი გამოიყენება შეტევის დაწყების წინ. უბრალოდ პოზიციების დასაწიოკებლად არ იყენებენ, ჭურვების დეფიციტის გამო.
რა არ ვიცით:


რას არ უნდა ველოდოთ:

თეორიულად მსგავსი რამ შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდო და შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუკი რუსები ფრონტის ხაზიდან მასობრივად და პანიკურად გაიქცევიან. როგორც ვთქვი, ეს ნაკლებად მოსალოდნელი სცენარია.
ხარკოვში რუსებს ჰქონდათ ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტი, არ არსებობდა თავდაცვის მეორე და მესამე ზოლი, არ არსებობდა მობილური დანაყოფები, რომლებიც გარღვევაზე წასულ უკრაინულ ნაწილებს შეაჩერებდა.
ახლა რუსებს აქვთ თავდაცვის სამი ზოლი, დანაღმული ველები, საინჟინრო ნაგებობები, საცეცხლე წერტილები და უკრაინელების შესაჩერებლად, ზურგში მობილური ნაწილები.
რას უნდა ველოდოთ:

უკრაინელების მიზანია ფრონტის ხაზის მაქსიმალურად გაწელვა, რუსების ძალების მაქსიმალურად დაქსაქსვა და მოწინააღმდეგის დაბნევა.
იქნება ცრუ მანევრები (შესაძლოა, ტოკმაკის წუხანდელი ოპერაცია იყოს სწორედ ასეთი), იქნება დამხმარე მიმართულებები და იქნება ძირითადი შეტევა.
თეორიულად ისიც შესაძლებელია, რომ ამწუთას შეტევის ძირითადი მიმართულება განსაზღვრული არც იყოს და სადაც რუსები გაირღვევიან, ძირითადი ნაწილები იქ გადაისროლონ.


მოემზადეთ ამისთვის ფსიქოლოგიურად. არ იქნება უცებ შევუტიე, რუსები გაიქცნენ, რამდენიმე კაცი მომიკვდა და ორი ცალი ჰამერი აფეთქდა.
რაც მთავარია, ინიციატივა არის უკრაინელების ხელში. ისინი ირჩევენ სად, როდის და რა ძალებით შეუტიონ. რაც ომში გადამწყვეტი უპირატესობაა.
იქნება მძიმე ბრძოლები, იქნება დანაკარგები, მაგრამ შედეგი იქნება გათავისუფლებული უკრაინული მიწა და უკრაინელები.”
კომენტარები