საჭიროა საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, რათა ყველას დავანახოთ ის მნიშვნელოვანი როლი, რაც პროკურატურას აკისრია,- ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ პროკურატურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საზოგადოებისთვის ნდობის ამაღლებაა. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა გარკვეული ნოვატორული მიდგომის დანერგვა. საჭიროა საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, რათა ყველას დავანახოთ ის მნიშვნელოვანი როლი, რაც პროკურატურას აკისრია. ამ მიმართულებით ინტენსიურად უნდა ჩატარდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები. ასევე ვფიქრობ, მოსამზადებელი იქნება გადაცემათა სერიები, რომელსაც ექნება საგანმანათლებლო ხასიათი”
კომენტარები