22 მარტს, მთავრობამ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დააწესა.
იმის გათვალისწიებით, რომ მარნეულიდან ჩამოტანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით თბილისის და არამხოლოდ თბილისის დიდი ნაწილი მარაგდება, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა შიში, რამდენად უსაფრთხოა ამ პროდუქციის მიღება.
აგრარულ მეცნიერებათა აკადემიკოსი, თსუ-ს პროფესორი დიანა ძიძიგური ამბობს, რომ მარნეულიდან შემოსული პროდუქციის მხრივ, ზედმეტი შიშების საფუძველი არ არსებობს:
“ახლა პანიკა არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, რადგან განსაკუთრებული საშიშროება ამ მხრივ არ არსებობს. ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ყველგან. მაგალითად, საკუთარ სადარბაზოში, ლიფტში და ა.შ. თუ ის არ დაიცავს შესაბამის ზომებს.
მაგიდა, სკამი, კარტოფილი თუ სტაფილო, თუ მათზე მოხვედრილია შხეფი წვეთოვანი გზით, შესაძლოა იყოს საფრთხისშემცველი. თუმცა, ამ პროდუქტის შიგნით ხომ ვერ შევა ეს ვირუსი? ამიტომ ვიყიდოთ თამამად პროდუქტები და გავრეცხოთ ცხელ წყალში საგულდაგულოდ. თუ ვინმეს მოჭარბებული შიში აქვს, გარანტიისთვის, გარეცხოს საპნითაც, მაგრამ 70-% იანი სარეცხი საპნით. თქვენ იცით, რომ ჩვენი ქირურგები, ჭრილობების ჩამობანისას, სწორედ სარეცხ საპონს სთავაზობენ პაციენტებს და არა სხვა სურნელოვან და ფერად საპნებს.
ამიტომ პანიკას ნუ ავყვებით, ჯერ ერთი ამხელა გამძლეობაც არ აქვს ამ ვირუსს, რომ მუდმივად დარჩეს პროდუქტებზე. მთავარი კი ის არის, რომ თავდაცვის მექანიზმი არსებობს – გარეცხონ, დაამუშაონ პროდუქტი და მორჩა!“ – განუცხადა “ამბებს” დიანა ძიძგურმა.
რეზონანსი
კომენტარები