იქნება თუ არა ნიკა გვარამია პრემიერობის კანდიდატი – „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ინგა გრიგოლიას რეაქციაში ამ ეტაპზე მისი კანდიდატურაზე მსჯელობას არ ადასტურებს.
ნიკა გვარამიას თქმით, მას ჯერჯერობით, პოლიტიკურ ველზე გამოჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
მე ამის შესახებ არაფერი მსმენია… გამორიცხვით თავისთავად ცხადია, არ გამოვრიცხავ, არასდროს არ მითქვამს პოლიტიკასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაზეც მე შემიძლია ვთქვა არასდროს, მე არ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას ოჯახის გარეშე. ადამიანების მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვისი აზრით სასარგებლოა ჩემთვის, ეს რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა,“ – ამბობს გვარამია.
მოიაზრებს თუ არა რომელიმე პარტიის რიგებში ყოფნას ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილი იქნება რომელიმე პარტიაში თუ პოლიტიკურ ჯგუფში.
მე არ ვარ მზად ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. საერთოდ არ ვარ მზად იმაზე საპასუხოდ, ვინმესთან ერთად, არსებულთან ერთად, ზოგადად, ჩემთვის ეს წარმოსადგენია თუ არა. ჩემი განწყობა იმგვარია, რომ მე მაინტერესებს ხალხი ხედავს ახლებურად და არა მარტო ცვლილებების გამოწვევისთვის არის ახლებური მეთოდებით მზად, არამედ ცვლილებების, როგორც ასეთის ახლებური გააზრება აქვთ, რას ნიშნავს ცვლილება. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ეს იყოს უკვე არსებული პოლიტიკური ძალა, თუ ჩემთვის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე, შეიძლება ეს არ იყოს საერთოდ არანაირი არსებული პოლიტიკური ძალა ან იყოს რაღაც ჯგუფი. მე მზად არ ვარ, რომ სხვისი ნაკარნახევი თამაშის წესებით ვითამაშო – ეს არ ეხება ამ შემთხვევაში, ენმ-ს ან ვინმეს კონკრეტულად, სურვილი არ მაქვს, უკვე არსებული და მზა რეცეპტებით სიარული ჩემთვის საინტერესო არ არის, მიუღებელია,“ – ამბობს გვარამია.
კომენტარები