„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ორი დღის წინ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ირაკლი ოქრუაშვილი მაჟორიტარობისთვის ემზადება.
ოქრუაშვილმა მაჟორიტარობისთვის მზადება ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააცხადა.
„ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, ოღონდ სად, ამას ოდნავ მოგვიანებით გეტყვით, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა უნდა გადადგას, რადგან ამას მომდევნო არჩევნებზე ბრძოლის განსხვავებული ხასიათი მოითხოვს.
კომენტარები