ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის ბრიფინგისას, “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას, მოლაპარაკებებისას, ქართული ოცნება რისთვის არის მზად, არის თუ არა მზად ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, პრემიერმა უპასუხა და არ თქვა, რომ დესტრუქციულ მედიას არ უპასუხებს.
რა პასუხი გასცა პრემიერმა კითხვას, არის თუ არა “ოცნება” მზად დაუთმოს ოპოზიციას და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები:
“დიდი მადლობა შეკითხვისთვის
ჩვენ ვართ მზად და ჩვენ ეს მზადობა ყოველთვის დავადასტურეთ, რომ მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან. არასოდეს გვითქვამს უარი დიალოგისთვის, დიალოგი უნდა შედგეს და უნდა იყოს მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის – გამოვნახოთ, ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაყოფს.
ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი, სხვა შემთხვევაში არ შედგება კონსტრუქციული დიალოგი. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ მზად ვართ დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი.”
თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს ამ ლამაზი ქვეყნაში გაატაროს ერთი დღე, დაბრუნდეს ბრიუსელში და კმაყოფილი იყოს შედეგით:
“ჩემი მთავარი მიზანი ისაა, რომ სერიოზულად ვუყურებ ამ ვითარებას. მე ავუხსენი პრემიერს, რომ მზად ვარ, ჩვენი გუნდი მზად არის, დარჩეს ერთგული, ჩაერთოს ამ პროცესში. დღეს შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის.”
“ალია” კი შეგახსენებთ, რა განწყობაზე იყო პრემიერი შარლ მიშელის ჩამოსვლამდე და როგორი იყო მისი მესიჯები:
“ნაცები და კოსნტრუქციული ოპოზიცია უნდა დასრულდეს”, “კონსტრუქციულ ოპოზიციასთან არ ვისაუბრებთ”, “ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება” და ა.შ.
რატომ შეიცვალა რიტორიკა პრემიერმა? – ეს ის კითხვაა, რომელსაც დღეს მთელი საქართველო განიხილავს!
კომენტარები