“ქართული ოცნების” თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ. საუბარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ დაპატიმრებული პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია.
მესამე პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან კობახიძემ ექსპერტიზის ჩატარების გარეშე წინასწარი გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
“ბატონი კობახიძე, რომელიც განათლებით ექიმი ნადმვილად არ არის, იღებს წინასწარ გადაწყვეტილებას, რომ თურმე აქ ყველანაირი პირობაა, პენიტენციალურ სამსახურში, რომ უმკურნალონ შესაბამისად, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ამ აზრს, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რო მიშა სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. გამაოგნებელია, როდესაც ბატონო კობახიძე უკვე პირდაპირ ეუბნება სასამართლოს, რომ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ გვინდა. ბოდიში, ირაკლი, გეუბნებით, რომ თქვენ ნუ ლაპარაკობთ ქართველი ერის სახელით. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმედს ვიქონიებ გონოვრული გადაწყვეტილების,”
კომენტარები