პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:
დღეს პრემიერად ამტკიცებენ ადამიანს, რომლის სახელსაც უკავშირდება:
რუსული კანონის ინიცირება;პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა;დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმება/პარტიაზე დაქვემდებარება – ინსპექტორის სამსახურიდან – სახალხო დამცველამდე და ცესკომდე;სასამართლო რეფორმის გაჩერება – ნაცმოძრაობასთან ერთად მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის სასამართლოს ოფიციალურად გადაფორმება;საპარლამენტო ზედამხედველობის მოშლა – ფიქციად გადაქცევა;ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი უმწვავესი შეფასებები ყველა გაგზავნილ კანონზე;დეცენტრალიზაციის და მუნიციპალური მმართველობის მოშლა – უკანონო მეთოდებით ძალაუფლების მიტაცება წაგებულ მუნიციპალიტეტებში;ყველაზე ბინძური წინასაარჩევნო კამპანია შარდის „ბანკებით“;ქვეყანაში ელიტური/პოლიტიკური კორუფცია (კალაძე-კობახიძის დაჯგუფება);05-06 ივლისის მოვლენები (ერთ-ერთი წამახალისებელი იყო);ასოცირების ტრიოს ლიდერობის დაკარგვა;ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ჩამორჩენა;დასავლეთის და სტრატეგიული პარტნიორების მტრად გამოცხადება;ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებული: რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი, კორუმპირებული მოსამართლეები და ეფესბეს აგენტი გენერალური პროკურორი;პოლარიზაცია და პოლიტიკის დაცლა შინაარსისგან;ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის განადგურება.სია გრძელია …ამტკიცებენ ადამიანს, რომელიც ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპაციის ხაზთან არ არის ნამყოფი და ოკუპანტს მტერს ვერ უწოდებს. ადამიანს, რომელმაც მთავარ მოკავშირედ ნაცმოძრაობა გაიხადა და გუშინ შეხმატკბილებულები ჭუკჭუკებდნენ მათი ოცნების პარლამენტში (სადაც იმედი აქვთ, მხოლოდ თავად იქნებიან).ამ ფონზე საზოგადოებამ განსაჯოს მისი და მისი პატრონის თითოეული სიტყვის ფასი. მართალია, დამოუკიდებლად, ივანიშვილის ნებართვის გარეშე, სუნთქვაც უჭირს, მაგრამ ამ „საგმირო საქმეებზე“ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
ასეთი „მიღწევების“ ადამიანზე, ბუნებრივია, არჩევანი არჩევნების გასაყალბებლად შეჩერდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ რასაც ხელი მოკიდა, ყველაფერი ჩააფლავა (რუსული კანონი და პრეზიდენტის იმპიჩმენტი საუკეთესო მაგალითებია) და ივანიშვილი კომფორტის ზონიდან გამოსაყვანი გახადა, გაყალბებულ არჩევნებზეც, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს პასუხისგება
კომენტარები