პარტია სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ხაბურზანია, მედიასთან მძევლად აყვანილ ირაკლი კვარაცხელიაზე საუბრობს:
“ძალიან ბევრ თანამდებობას იკავებდა წლების განმავლობაში მერიაში და იყო თითით საჩვენებელი თანამშრომელი. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოხდა მისი დევნა და ის გათავისუფლებული იქნა თბილისის მერიიდან. შემდეგ მან აღიდგინა უფლება და აღადგინეს სასამართლოს გზით სამსახურში.
რამდენიმე წელი ცხოვრობდა ემიგრაციაში, ამერიკაში და რამდენიმე თვეა რაც დაბრუნდა. სრული ბოდვაა პოლიტიკური სარჩული მისცე ამ ამბავს და ირაკლი კვარაცხელიას დააბრალო ის რაც ხდება ახლა ზუგდიდში.
მას ოჯახი ჰყავს, ხანშიშესული მშობლები და მოვუწოდებ საზოგადოებას, ცოტა ფრთხილად იყვნენ განცხადებებისგან, შეიძლება ცუდად დასრულდეს ასეთი დამოკიდებულება”
კომენტარები