ეს არის ჩვენი ოპონენტების მავნებლური სერიიდან, რომელთაც ძალიან სურთ, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს, ქვეყანა სკანდალში გაეხვას და ამის აჟიტირებას ეწევიან, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა გამოცემა Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრიტანული ლაბორატორიიდან კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საიდუმლო სამედიცინო ინფორმაცია მოიპარეს.
პარლამენტარის განცხადებით, Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ.
მისი თქმით, თუ Daily Mail-ით გავრცელებული ინფორმაცია რეალური იქნებოდა, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ინფორმირებულები იქნებოდნენ
„თუ Daily Mail-ით გავრცელებული ინფორმაცია რეალური იქნებოდა, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ინფორმირებულები იქნებოდნენ, რადგან ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები მჭიდროდ თანამშრომლობენ ბრიტანელ კოლეგებთან და ამის კარგი გამოცდილება გვაქვს, როცა რუსეთმა საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ. ჩვენს ოპონენტებს მორიგი იმედები უნდა გავუცრუოთ, რომ საქართველო არანაირად არ ფიგურებს ამ ნეგატიურ მოვლენაში, თუმცა ეს არის მათი სურვილი“, – განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს.
კომენტარები