სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჰასან როუჰანის თქმით, ირანს არ აქვს განზრახვა, მიიღოს ვაშინგტონის ჰუმანიტარული დახმარება.
ვაშინგტონმა ირანს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა თუმცა 22 მარტს ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
„ამერიკელი ლიდერები ტყუიან. თუ მათ ირანის დახმარება სურთ, ერთადერთი რისი გაკეთებაც მათ სჭირდებათ, სანქციების გაუქმებაა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, კორონავირუსის ეპიდემიასთან გამკლავებას
თქვენ დაბლოკეთ ირანის ნავთობის ექსპორტი, გააჩერეთ ირანის საბანკო ტრანზაქციები. დახმარების თქვენი შეთავაზება ისტორიაში ყველაზე დიდი ტყუილია“
კომენტარები