პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
ირანის ისლამური რესპუბლიკა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა ჩვენს რეგიონშიც და მთელს მსოფლიოშიც. მასთან ზომიერ პარტნიორულ ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის.
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თითქმის არაფერს აწარმოებს, მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ირანიდან იმპორტირებული პროდუქციის წილი სოლიდური არ არის, მაგრამ ზოგიერთი მიმართულებით ხელს უმართავს ქართველ მომხმარებელს. ქართულ-ირანულ ეკონომიკურ ურთიერთობებს სერიოზული პოტენციალი აქვს.ირანის როლი საგულისხმოა რეგიონში თურქეთისა და აზერბაიჯანის ურყევი, უძლიერესი კავშირის დასაბალანსებლად. ასევე, შიიტურ სამყაროში არაღიარების პოლიტიკის დაცვისთვის.ნორმალურ ვითარებაში საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი, უდიდეს რესურსს ფლობს, რათა ევროპასა და ირანს შორის დიალოგს შეუწყოს ხელი.ერთი სიტყვით, არავინ ამბობს, რომ საქართველოს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა ან ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის სტრატეგია არ უნდა ჰქონდეს. მეტიც, დეპუტატი რომ ვიყო, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ახლო აღმოსავლეთის ქვეკომიტეტის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდოდი…მაგრამჩვენ ხომ ვიცით, რომ ირაკლი კობახიძის მოტივაცია არ არის საქართველოს ახლო აღმოსავლური პოლიტიკის ან ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის სტრატეგიის ჩამოყალიბება. ვიცით!მას მხოლოდ ის სურს, რომ კიდევ ერთი კედელი აღმართოს საქართველოსა და დასავლეთს (აშშ, ევროკავშირი) შორის. ირანი მტრობს ყველაფერს დასავლურს…კობახიძე ივანიშვილის დავალებით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ცალ ფეხზე ჰკიდია დემოკრატიული თანამეგობრობის წევრობა და ადვილად, წარბშეუხრელად, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეუძლია ავტორიტარული ქვეყნების, ტერორისტული წარმონაქმნების კლუბში ჩაწერა, სასტიკ დიქტატურებთან ამაზრზენი კეკლუცობა.
კიდევ ერთხელ ვლინდება, როგორი ფარისევლები არიან “ქართული ოცნების” ლიდერები! ოლაფ შოლცსა და ჟოზეფ ბორელს გლობალური ომის პარტიის ბურჯებად აცხადებენ და რამდენიმე თვეში ერთხელ სტუმრობენ ქვეყანას, რომელმაც მთელ მსოფლიოში უამრავი ცეცხლის კერა გააჩაღა, სადმე თოფს თუ ისვრიან, ყველგან მათი კვალის აღმოჩენა შეიძლება…
ირანი საშიში ქვეყანაა, გაგვსრესს თუ მასთან ურთიერთობის დროს ზურგს არ გაგვიმაგრებს ევროკავშირი ან რომელიმე პარტნიორი.
მოკლედ, მეგობრებო, ფაქტი ერთია:
საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც არ შესწევს ძალა მშვიდი, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობები ჰქონდეს ბერლინთან, პარიზთან, ვარშავასთან… ; სამაგიეროდ, ჩვენი მინისტრთა კაბინეტი წარმატებით თანამშრომლობს აღმოსავლურ დესპოტიებთან, მათ დაქვემდებარებულ ტერორისტულ მილიციებთან, რომელთაც რუსეთის ხათრით არაერთხელ მიუფურთხებიათ საქართველოს მთლიანობისთვის.P.S. ივანიშვილის ადგილას რგოლად დახვეულ ნაჭერს გამოვიყენებდი შალვა პაპუაშვილის დასადუმებლად. კაცს გაექცა, მუხრუჭი აღარ აქვს … თავად ირანელებიც არ უარყოფენ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას, თანამედროვე ტექნიკით რუსეთის მომარაგებას უკრაინის ომის მიმდინარეობისას. ერთი სტატია თუ აქვს ვინმეს წაკითხული რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო კომპონენტზე, ყველას სმენია შაჰიდი დრონების შესახებ.
პაპუაშვილი კი მორიგ ჯერზე, ურცხვად გვიმტკიცებს, რომ სამხედრო პროდუქციას კი არა, კიტრებს აწვდის ირანი რუსეთს. უბრალო უკრაინელების სისხლით შეფერილ ტყუილებზე გადავიდა ეს კაცი…
კომენტარები