ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზექშიანი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს:
,,მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება.
იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.
უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს.“
ფეზეშქიანის მიმართვას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.
საერთო ჯამში, ამ დრომდე, ,,ქართულ ოცნებას” განარჯვება მიულოცა რუსეთმა, ჩინეთმა, ვენესუელამ, თურქეთმა, უნგრეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ირანმა.
კომენტარები