ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 54-ს მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, დაავადებულთა რაოდენობა 978-მდე გაიზარდა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო რაოდენობამ კი 978-ს მიაღწია. გარდაიცვალა 54 ადამიანი“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კიანუშ ჯაჰანპურმა.
ირანში კორონავირუსის სიკვდილიანობის დონე ჩინეთის შემდეგ ყველაზე მაღალია.
მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 64 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 109 შეადგინა. 86 993 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 42 334-ია.
კომენტარები