ირანის დედაქალაქ თეირანში, შვეიცარიის საელჩოს პირველი მდივანი, მაღალი რანგის დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს თქმით, პირველადი ინფორმაციით, ის სიმაღლიდან გადმოვარდა, თუმცა, არ არის დადგენილი, მისი ვარდნის მიზეზი. 51 წლის ქალის ცხედარი მებაღემ აღმოაჩინა.
შეგახსენებთ, შვეიცარია წარმოადგენს აშშ-ს დიპლომატიურ ინტერესებს ირანში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და თეირანმა გაწყვიტეს ურთიერთობები.
კომენტარები