საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, (IRI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს. კვლევის შედეგებში ჩანს, რომ კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას”, 13% – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 4% კი პარტიას – “საქართველოსთვის” მისცემდა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ მოქალაქეებს პარტიებს შორის თავიანთი პირველი და მეორე არჩევანი უნდა დაეფიქსირებინათ.
კვლევის სრული შედეგები კი ასე გამოიყურება:
- “ქართული ოცნება” – 25%
- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 13%
- “საქართველოსთვის” – 4%
- “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3%
- “გირჩი” – 3%
- “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” – 2%
- “ლელო” – 2%
- “ლეიბორისტული პარტია” 2%
- “მოქალაქეები” – 2%
- “ხალხისთვის” – 2%
- “ხალხის ძალა” – 1%
- “პატრიოტთა ალიანსი” – 1%
- “ალტ-ინფო” – 1%
- “ევროპული საქართველო” – 1%
ასევე, გამოკითხული რესპონდენტების 18% ამბობს, რომ არ იცის 6% პასუხობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებდა, 5%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტობრამდე პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული, ჯამში, საქართველოს 1 200 მოქალაქე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 2.5%-ია.
კომენტარები