„შეაჩერე კორიფციის“ დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე, სოციალურ ქსელში წერს:
„და მაინც…
როგორ სასტიკადაც უნდა გამოვჩნდე, ის ადამიანები, რომლებმაც 26 თებერვლის და გაფრთხილების შემდეგ დატოვეს ქვეყანა, უნამუსო, გონებაშეზღუდული, უპასუხისმგებლო არამზადები არიან…
მე დიდი ხანია ვიცი, რომ შეცდომა ხანდახან ბევრად უფრო ამორალურია, ვიდრე დანაშაული…
იაფფასან ბილეთებზე დაგეშილი, მხოლოდ საკუთარი ცხვირის არეალში მოვლენების მომზირალი ობივატელები რომ არა, რომელთა ნაწილი ახლა კარანტინსაც გაურბის და პრეტენზიულად აპროტესტებს, ბევრად უკეთესი სურათი იქნებოდა აქ.
ჩახარშული და ძველი მსოფლიო რომ იცვლება, ფაქტია…
ომები და ეპიდემები რომ ცვლიან მსოფლიოს – ესეც…
მაგრამ რა იქნება ხვალ, მართლა საინტერესოა…
გაურკვეველი მომავალი ყოველთვის ძრწოლას იწვევს, მაგრამ ესეც გასავლელია…
ნუ დავიღლებით…
ნუ ვიფიქრებთ მაინც დაღლაზე… “
კომენტარები