ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“აქ ბევრი ხალხია აღშფოთებული, გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებზე, ჟურნალისტებს საგამოძიები მასალებს ვინ და რატომ აძლევსო?
ეს სადაური წესიაო?
ბევრი ისეთი ადვოკატის აღშფოთებული პოსტი და კომენტარი შემხვდა ამ საკითხზე, ხმას მართლა რა ნამუსით იღებენ, არ მესმის. ეს ადვოკატები, ყველა არა, მაგრამ ბევრნი, თავის დროზე, როდესაც ჟურნალისტურ გამოძიებაში ვიყავი, გამოძიების ყველა მასალას მაძლევდნენ.
დაზარალებულების, ბრალდებულების, მოწმეების ჩვენებებს, სატელეფონო ზარების ამონაწერებს, საექსპერტო დასკვნებს და რა ვიცი, რასაც გამოძიება ადვოკატებს გადასცემდა, ყველაფერს. გაზეთში ვბეჭდავდი ამ მასალებს და ინკოგნიტო წყროს მოწოდებულად ვაცხადებდი.
ვბეჭდავდი იმიტომ, რომ ხალხი კონკრეტული გამოძიების საქმის დეტალებში ჩახედული ყოფილიყო. ეს ერთგვარი დაზღვევა იყო, რომ მერე გამოძიებას ან საქმე არ ჩაეფარცხა, ან გამოძიება სხვა გზით არ წაეყვანა, უდანაშაული ადამიანი არ გაეშვა ციხეში, ან დამნაშავისთვის ხელი არ დაეფარებინა.
მერე მე დამათრევდნენ პოლიციასა და პროკურატურაში, ვინ მოგცა ეგ მასალები, წყარო დაგვისახელეო. ერთხელ უშიშროების გამომძიებელმაც დამკითხა.
დედიმაგითამ,მეტი საქმე არა მქონდა, წყაროებს დავუსახელებდი. ეს ხდებოდა შევარდნაძის ხელისუფლებოს დროს, სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების დროსაც ხდება. როგორ? როდესაც თქვენი და თქვენი კლიენტის ინტერესებში შედის, უნდა გასაჯაროვდეს გამოძიების მასალები, როდესაც ფეხებზე გკიდიათ სხვისი ბედი, მაშინ არ უნდა გამოქვეყნდეს?
ჰოდა, ის ადვოკატები ჩაკვდით, რა, ჩემთან „პაპკით“ რომ მოაცუნცულებდით საგამოძიებო მასალებს, ლევან, გამოაქვეყნეო.
ზმუკი აღარ გავიგო თქვენი!!!”
კომენტარები