მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მან მხარი გიორგი ვაშაძის პარტიას და ელენე ხოშტარიას დაუჭირა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ესაუბრა:
მოვიხადე მოქალაქეობრივი ვალი.
რიგის მხრივ დისტანცია არ იყო, მაგრამ ეს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან. თუ ვინმე ახლოს დადგებოდა, მოვუწოდებდი დისტანცია დაეცვა. ჩვენ ყველანი ვსწავლობთ ამ ყველაფერს. იმედი მაქვს კორონავირუსი არ გავრცელდება არჩევნების შემდეგ.
მე შემოვხაზე პარტია „27“ და ელენე ხოშტარია ვაკის დეპუტატად. სხვათაშორის გიორგი ვაშაძე ჩემთან იყო გადაცემაში სტუმრად, გავეცანი მის ცხოვრებას და მისი გონების შესაძლებლობებით აღვფრთოვანდი. ის არის მომავლის კაცი. მომწონს როგორც აწარმოა კამპანია. მჯერა იქნება ნამდვილი რეფორმატორი, რომელიც შესაძლოა არც ჩამოუვარდეს სააკაშვილს.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მე მას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მომწონს მისი პიროვნება. არავის მინდა ეგონოს ჩემი ახლობელია და ამიტომ ვაძლევ ხმას, ვიცი გვერდით დაუდგება ამომრჩეველს.
– მიხეილ სააკაშვილს არ ეწყინება ხმა მას რომ არ მიეცით?
– ვინ არის ჩემთვის მიშა სააკაშვილი? მიშას ბოლო ათი წელია ჩემთვის არც დაურეკია და რატომ უნდა განაწყენდეს? დააკვირდით, მე ორ სხვადასხვა პარტიას მივეცი ხმა. ამით იმის თქმა მინდა, რომ აღარ მსურს ერთი გუნდის ყურება. მრავალპარტიული და კოალიციური მთავრობა მინდა, დავიღალეთ ერთის ლიდერობით.
კომენტარები