„ის რეალურად მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ ცხელ კარტოფილად იქცა, რომელიც რეალურად არავის არ უნდა“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვანო მერაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მერაბიშვილს ბევრი მუშაობა დასჭირდება, რათა სიტუაცია თავად შეაფასოს.
„როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, მას აქვს რეალობის დეფორმირებული განცდა. ვანო მერაბიშვილს აუცილებლად მოუწევს იმის შეფასება, რა დატოვა და რა დახვდა. ნახავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა არის დაქსაქსული ძალა. მოუწევს გაიაზროს, რომ ის რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ ცხელ კარტოფილად, რომელიც არავის არ უნდა და დაიწყებენ პინგ-პონგის თამაშს, იმიტომ, რომ ის რეალურად არის პრობლემა. ამიტომ მას ბევრი სამუშაო აქვს. ვაცალოთ ეს სამუშაო ჩაატაროს და თავად შეაფასოს ყველაფერი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. იგი ციხეში 6 წელი და 9 თვე იმყოფებოდა.
როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, იგი ყველა ოპოზიციურ პარტიას გაესაუბრება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
კომენტარები