უსაზღვროდ ვწუხვარ და განვიცდი ლია სალაყაიას გარდაცვალებას. სასულიერო მუსიკის წრემ კარგად იცის მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ქალბატონი ლიას უსაზღვრო თავმდაბლობის გამო ფართო საზოგადოებამ შესაძლოა ნაკლებად, – ამის შესახებ მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.
„ერთი წინადადებით შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ის იყო მოსიარულე წმინდანი!
ისე როგორც ლია სალაყაია ქართულ გალობას, ახალგაზრდობას, სამშობლოს და ქრისტიანობას ემსახურა, არც კი ვიცი ჩვენს ეპოქაში მოიძებნებიან თუ არა მსგავსნი…
უდიდეს სევდასთან ერთად განსაკუთრებული მადლიერებით ვარ სავსე, რომ ბევრი საუკეთესო მოგონება მაკავშირებს მასთან, სწორედ მისი დამსახურებით გავაცნობიერე რა დიდი მუსიკალური მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ღირსეულმა წინაპრებმა, გენიოსებმა, ვინც ქმნიდნენ დედამიწის მასშტაბის შედევრებს – ქართულ საგალობლებს…
ლია სალაყაია სამოთხის სამოთხეში დაიმკვიდრებს სასუფეველს და ახლა მას ვავედრებ ჩვენს სულებსა და ჩვენს სამშობლოს.
და ესეც კორონას მორიგი დარტყმა,“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ცნობისთვის, გუშინ, კორონავირუსით, ცნობილი მგალობელი, მუსიკოსი და საეკლესიო მუსიკის კორიფე – ლია სალაყაია გარდაიცვალა.
კომენტარები